08.11.2019 18:45
გორში მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი - 12 წლამდე ასაკის ბავშვი და 60 წლამდე ასაკის მამაკაცი დაშავდა
გორში, წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხცვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთაგან ერთი 12 წლამდე ასაკის ბავშვი, მეორე კი - 60 წლამდე ასაკის მამაკაცია. დაშავებულები სამედიცინო ცენტრ ,,გორმედსა" და გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გორმედის რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ყაზაიშვილის განცხადებით, დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტს ქირურგიული ოპერაცია უტარდება თავის ტვინზე.
დაშავებულ მოზარდს კი, კვლევები უტარდება გორის სამხედრო ჰოსპიტალში.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.