საზოგადოება
26.04.2021 10:54
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ქვეყანაში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 521 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის, საქართველოში კოვიდ 19-ის გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 304 272-ს.

Stopcov.ge-ს ცნობით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 058 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 287 029-მდე. სამწუხაროდ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 043 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 521 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა, აჭარა - 68, იმერეთი - 36, ქვემო ქართლი - 10, შიდა ქართლი - 10, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 49, კახეთი - 39, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 174, აქედან 644 მძიმე პაციენტია, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 126 პირი.

კვირის ამბები