ქვეყანაში ჩატარებული 28 751 კვლევის შედეგად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1 271 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 301 535-ს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 729 პირი, ხოლო კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა 11 პაციენტი. 23 აპრილის მონაცემებით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 992 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 271 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 781 შემთხვევა, აჭარა - 98, იმერეთი - 71, ქვემო ქართლი - 52, შიდა ქართლი - 53, გურია - 41, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 91, კახეთი - 48, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 231, მათ შორის, მძიმე პაციენტია 584 პირი.