დედამიწის დღესთან დაკავშირებით, დღეს, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა გორიჯვრის წმინდა გიორგის ეკლესიასთან მისასვლელი გზა და მიმდებარე ტერიტორია. დასუფთავების აქციაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელ CENN-ის ორგანიზებით გაიმართა, გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდნენ. გორის მუნიციპალიტეტის მერია მსგავს აქტივობებს, ტრადიციულად, ყოველ წელს უერთდება.
22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიება ტარდება, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
ამ დღის დაწესების საფუძველი გახდა 1970 წელს, სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.