საზოგადოება
22.04.2021 16:00
პირველ აპრილამდე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა, პენსია და სახელმწიფო კომპენსაცია ლეგალიზებულად ჩაითვლება და დაბრუნებას არ დაექვემდებარება

2021 წლის პირველ აპრილამდე, სხვადასხვა მიზეზით ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა და სოციალური პაკეტი, ზედმეტად გაცემული პენსია და ასევე, ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია ლეგალიზებულად ჩაითვლება და დაბრუნებას არ დაექვემდებარება,- აღნიშნულს კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა დღეს, პირველი მოსმენით განიხილა.

როგორც GMnews-თვის ცნობილია, შესაბამისი ცვლილებები „სოციალური დახმარების შესახებ“, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონებში დაიგეგმა. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში წარედგინა, თუმცა, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განმარტა, იმის გამო, რომ მოახლოებული არჩევნების ფონზე ინიციატივაში ამომრჩევლის მოსყიდვის საფრთხე არ დაენახათ, პროექტის განხილვა გაჩერდა.

კვირის ამბები