საზოგადოება
22.04.2021 12:52
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რეგიონის მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვან არსებული რეკომენდაციები - მამუკა საღარეიშვილი

შიდა ქართლში იმატა ინფიცირების შემთხვევებმა, რის გამოც კიდევ უფრო გამკაცრდა კონტროლი პრევენციული ღონისძიებების გატარებასა და დადგენილი რეგულაციების აღსრულებაზე, - ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა მამუკა საღარეიშვილმა განაცხადა.

,,ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 1 226 ახალი შემთხვევიდან 56 შიდა ქართლში დადასტურდა. ამასთან, გუშინ გამოვლინდა კოვიდ 19-თ ინფიცირების 39 შემთხვევა, გუშინწინ - 85, აღნიშნული ციფრების საფუძველზე ჩანს, რომ საკმაოდ იმატა რეგიონში ინფიცირების ფაქტებმა და ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ტენდენცია შეინიშნება, რის გამოც კიდევ უფრო გამკაცრდა კონტროლი პრევენციული ღონისძიებების გატარებასა და დადგენილი რეგულაციების აღსრულებაზე. შესაბამისი სამსახურების მხრიდან გამკაცრდა თვითიზოლაციაში მყოფი პირების კონტროლი, პირბადის სწორად მოხმარებასა და დისტანციის დაცვაზე კონტროლი და პარალელურად, მიმდინარეობს პრევენციული ზომების მიღება, რომ თავიდან იქნას აცილებული ხალხმრავალი შეკრებები და სოციალური ღონისძიებები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რეგიონის მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვან არსებული რეკომენდაციები", - განაცხადა მამუკა საღარეიშვილმა.

კვირის ამბები