გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა აპრილში ჩანიშნული ყველა სპექტაკლი რეპერტუარიდან მოხსნა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თეატრის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.
„აპრილის თვეში დანიშნული ყველა სპექტაკლი მოიხსნა! ბილეთების დაბრუნება შეგიძლიათ თეატრის სალაროში ან შეგიძლიათ გამოიყენოთ მომავალში დანიშნულ სპექტაკლებზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, გორის თეატრის ტექნიკურ თანამშრომელს კოვიდ19 დაუდასტურდა, რის გამოც რეპერტუარიდან თოჯინური სპექტაკლის -„მზის სხივი“ ჩვენება მოიხსნა, ასევე, გადაიდო წარმოდგენები „ვაჟიშვილი“, „კარლსონი“ და საბა ასლამაზიშვილის რეჟისორული ნამუშევრის - „სტრიპტიზი“ პრემიერა.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი