საქართველოში ჩატარებული 27 995 კვლევის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 1 226 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 300 264-ს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 688 პირი და გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 3 981 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 226 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 731 შემთხვევა, აჭარა - 101, იმერეთი - 75, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 56, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 96, კახეთი - 49, მცხეთა-მთიანეთი - 29, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 700, საიდანაც მძიმე პაციენტია 568.