საზოგადოება
21.04.2021 13:44
გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების განვითარებისთვის ბიზნესის ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია - ნუგზარ სამხარაძე
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მაღალი დონის ბიზნესი შედის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში და იწყებს ოპერირებას. რაც საკმაოდ დიდი მნიშვნელობის საკითხია, რადგანაც, მსხვილ ბიზნესს, შეიძლება ითქვას, მიტოვებული აქვს ეს სოფლები, როგორც ოპერირების, ასევე საქველმოქმედო ჭრილში, - აღნიშნულის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ნიქოზში, სააფთიაქო ქსელ „ფარმადეპოს“ ფილიალის გახნასთან დაკავშირებით განაცხადა.
ნუგზარ სამხარაძის თქმით, გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლები წარმოადგენენ ოკუპაციის შემაკავებელ მთავარ ზღუდეს, ინსტრუმენტს, ამიტომ, სახელმწიფო ბევრს აკეთებს ამ სოფლების განვითარებისთვის, რაშიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბიზნესის ჩართულობა აღნიშნული მიმართულებით.
„მინდა აღვნიშნო, რომ ეს ტენდენცია აუცილებლად გაღრმავდება, გვაქვს მოლაპარაკება რამდენიმე ბრენდთთან და იმედი გვაქვს, რომ მოხერხდება ამ ინიციატივის ტრენდად ქცევა. მადლობა მინდა გადავუხადო „ფარმადეპოს“ და მის გენერალურ დირექტორს მიხეილ აბრამიძეს. უნდა ითქვას, რომ მისი მაღალი სახელმწიფოებრივი და სოციალური პასუხისმგებლობის ნიშანია ამ გადაწყვეტილების მიღება“ - აღნიშნა ნუგზარ სამხარაძემ.
,,ფარმადეპოს" ნიქოზის ფილიალში ადგილობრივი კადრები დასაქმდნენ, აღნიშნულის გარდა, სააფთიაქო ქსელის სხვა ფილიალებთან შედარებით, ნიქოზში სხვა, უფრო დაბალი სატარიფო შეთავაზებებია.
 
 
კვირის ამბები