საზოგადოება
21.04.2021 10:58
ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 1 310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 1 310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 299 038-მდე გაიზარდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 632 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 282 869-მდე. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 3 971 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 310 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 798 შემთხვევა, აჭარა - 85, იმერეთი - 72, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 39, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 113, კახეთი - 85, მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 172, საიდანაც მძიმე პაციენტია 591.

კვირის ამბები