ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებული ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევიდან, 85 შიდა ქართლში გამოვლინდა. რაც შეეხება თბილისსა და რეგიონებს, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში გამოვლენილია 1 030 შემთხვევა, აჭარა - 164, იმერეთი - 96, ქვემო ქართლი - 75, შიდა ქართლი - 85, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 163, კახეთი - 63, მცხეთა-მთიანეთი - 33, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 506, საიდანაც მძიმე პაციენტია 581.
მთლიანობაში, საქართველოში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 297 728-ს, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კი 3 959-მდე გაიზარდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, შიდა ქართლში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 16 000-ს მიუახლოვდა.