4-11 აპრილს გამოცხადებულ უქმეებთან დაკავშირებით მთავრობამ დადგენილება გამოსცა. აღნიშნული დადგენილებით კონკრეტულად განისაზღვრა იმ საქმიანობათა ჩამონათვალი, ვისაც დასვენების დღეები არ შეეხება.
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, 4-11 აპრილის უქმეებად გამოცხადების გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 9 აპრილის სხდომაზე მიიღეს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, უქმე დღეების შესახებ მიღებული დადგენილება არ ვრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირებსა და მათ მიერ შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე. ასევე დასვენების დღეები არ შეეხება/გავრცელდება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ და დავების განხილვის საბჭოს საქმიანობებზე.
რაც შეეხება საჯარო დაწესებულებებს, თითოეული უწყება განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებს და დასაქმებულებს, რომელთაც არ შეეხებათ დასვენების დღეები, თუ მათი ფუნქციების შესრულება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობლობას.
მიმდინარე წლის დასაწყისში, 3-15 იანვარს გამოცხადებული უქმეები არ ვრცელდებოდა პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელ დაწესებულებებზე, Covid-19 პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის ღონისძიებებზე, ფარმაცევტულ საქმიანობაზე, სურსათის და ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია, რეალიზაციაზე, საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტვირთების გადაზიდვებზე, წყალმომარაგების, ელექტროენერგიისა და გაზის კომპანიებზე, საფოსტო და საკურიერო მომსახურებაზე. ასევე, პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან დაკავშირებულ სამსახურებზე, დაკრძალვასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, წიაღისეულის მოპოვებაზე, სამაშველო საქმიანობაზე.