სამართალი
19.04.2021 15:58
ხაშურის მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით, ცოლ-ქმარი გარდაიცვალა
ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს. ცხედრები ნათესავმა აღმოაჩინა.

გარდაცვლილი ქალი სურამის ამბულატორიაში მედდად მუშაობდა.

მეზობლების ინფორმაციით, ოთახში, სადაც ცოლ-ქმარი იმყოფებოდა, გაზის გამათბობელია დამონტაჟებული და სავარაუდოდ, აირის ან ნამწვის გაჟონვა მოხდა.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლით.
კვირის ამბები