გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სარწყავი არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. შესაბამის სამუშაოებს ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს. როგორც ზემოხსენებულ სამსახურში ამბობენ, არსებული შიდა არხების მოწესრიგებისა და კალაპოტის გაწმენდის გარდა, სოფლების გასარწყავიანების პრობლემის მოგვარების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ასევე, განხორციელდება დამატებითი ღონისძიებებიც.
„ამ დროისთვის, უკვე განხორციელდა არხის აღდგენა სოფელ შინდისში, სადაც 1000 მეტრამდე სიგრძის მონაკვეთი ხელახლა გაიჭრა. გასარწყავიანების პრობლემის მოსაგვარებლად საუშაოები მიმდინარეობს თედოწმინდასა და ქვახვრელშიც. უნდა აღინიშნოს, რომ სარწყავი არხების მოსაწესრიგებლად სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებსაც მოიცავს და მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა შეუფერხებლად აწარმოონ“, - გაცხადეს GMnews-თან საუბრისას ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოში.