სამართალი
19.04.2021 10:35
სოფელ ახალდაბაში 40 წელს გადაცილებული მამაკაცი სავარაუდოდ სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს

სოფელ ახალდაბაში 47 წლის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ამჟამად არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, ვ.მ-ს ცეცხლნასროლი დაზიანება სავარაუდოდ სანადირო თოფიდან გასროლით მიაყენეს, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.

გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, პაატა კოკაურის ინფორმაციით, მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია და სამართალდამცავები სემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მუშაობენ.

კვირის ამბები