გორელი აბონენტებისთვის სერვისების მიწოდების შეფერხება ხაზის დაზიანებამ გამოიწვია - „სილქნეტი“
უკვე რამდენიმე საათია, გორში, ,,სილქნეტის" აბონენტებს ინტერნეტი არ მიეწოდებათ, შესაბამისად, ამ კომპანიის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი არ არის სატელევიზიო არხებიც. გავრცელებული ინფორმაციით, სტალინის გამზირის 13 ნომერთან, ტროტუარის რეაბილიტაციისას ტრაქტორმა დააზიანა კაბელი, რის გამოც 13 000 აბონენტს ინტერნეტის მიწოდება შეუწყდა.
როგორც GMnews-ს ,,სილქნეტში" განუცხადეს, გორელი აბონენტებისთვის სერვისების მიწოდების შეფერხება ხაზის დაზიანებამ გამოიწვია და მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები პრობლემის აღმოსაფხვრელად.
(მასალაში გამოყენებულია გორელ ფოტოგრაფთა კლუბის ფოტო)