საზოგადოება
16.04.2021 11:43
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი

კორონავირუსის ინფიცირების ახალი შემთხვევების გამოსავლენად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 645 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 727 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 918 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 077 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 442 პირი და დაფიქსირდა გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 077 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 641 შემთხვევა, აჭარა - 97, იმერეთი - 52, ქვემო ქართლი - 44, შიდა ქართლი - 38, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 109, კახეთი - 36, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 548, მძიმე პაციენტია 466 პირი, 400 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 6 428 პირი კი, ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 263 ადამიანი.

კვირის ამბები