მამუკა საღარეიშვილი - განვიხილეთ რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და კოვდის სამართავად არსებული რესურსები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე რეგიონის გუბერნატორს და მუნიციპალიტეტების პირველ პირებს ხვდება.
შიდა ქართლის გუბერნატორის, მამუკა საღარეიშვილის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად განიხილეს ეპიდემიოლოგიური კუთხით რეგიონში არსებული მდგომარეობა და კოვიდის სამართავად არსებული რესურსები.
„მართალია, შიდა ქართლში შემთხვევების საგანგაშო მატება ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ სამწუხაროდ, ქვეყნის მასშტაბით, უკვე რამდენიმე დღეა, იმატებს შემთხვევები. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, ვისაუბრეთ ამ მიმართულებით რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე, არსებულ რესურსებზე როგორც ინფრტასტრუქტურული კუთხით, ისე ადამიანური რესურსით“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.