15 აპრილს საქართველოში სიყვარულის დღეს აღნიშნავენ. ქართული სიყვარულის დღესასწაულს საფუძველი 1994 წელს, რუსთაველის თეატრში გამართულ კონცერტზე ჩაეყარა და შეიქმნა როგორც ევროპული „ვალენტინობის“ ალტერნატივა. „ქართველი ახალგაზრდობა ღირსია დღესასწაულის, რამეთუ ყველაზე ლამაზი და ერთგული სიყვარული მათ იციან. დაე, ტრადიციული სიყვარულის დღე — 15 აპრილი გამხდარიყოს, ახალგაზრდობის სულის სილამაზის მშვენიერების ზეიმი საქართველოში. ახალგაზრდული ფესტივალი ცდაა ერის მომავლის გამოღვიძების და ნურასოდეს დაგავიწყდებათ, თანატოლებო, რომ ქვეყანა, რომელშიც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, მომავალში ჩვენი სამართავია. ერთმანეთის სიყვარულით გავაძლიეროთ იგი“, - აცხადებდნენ თარიღის დაარსების ინიციატორები.
უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წლის 15 აპრილიდან, დასავლური ვალენტინობა სიყვარულის დღით ყაზახეთის მთავრობის გადაწყვეტილებითაც ჩაანაცვლეს და აღნიშნული თარიღს მასშტაბურად აღნიშნავენ.