შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორმა ხიდისთავი-ატენის გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. მამუკა საღარეიშვილთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას მისი მოადგილე და გორისა და ატენის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია (გვაზავა) გაეცნენ.
როგორც რწმუნებულმა აღნიშნა, საავტომობილო გზის სრულად რეაბილიტაციის შემდეგ, განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით სარგელობას ადგილობრივებთან ერთად, ტურისტებიც შეძლებენ.
მამუკა საღარეიშვილი, შიდა ქართლის რწმუნებული: „საავტომობილო გზის სრულად რეაბილიტაციის შემდეგ, მოგვარდება ავტომობილით გაადგილებისას ამორტიზებული გზის სავალი ნაწილის გამო შექმნილი პრობლემები და ადგილობრივებს საგრძნობლად გაუუმჯობესდებათ საცხოვრებელი პირობები. ამასთან, პროექტის დასრულების შემდეგ, საავტომობილო გზის განახლებული მონაკვეთი შეუერთდეგა გასულ წლებში რეაბილიტირებულ ატენი-ბოშურის გზის ნაწილს. ამავდროულად, საგულისხმოა, რომ განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით სარგელობას ტურისტებიც შეძლებენ“.
გორის მუნიციპალიტეტში, ხიდისთავი-ატენის გზის სრული რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა საგზაო სამოსი და ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები და ეზოში შესასვლელები, ასევე, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები. ამასთან, პროექტის დასრულების შემდეგ, როგორც ატენის სიონის სამონასტრო კომპლექსამდე, ისე, სოფელ ბოშურამდე მისვლა უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება შესაძლებელი.