დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გორში იმყოფება. გამყრელიძე თავდაცვის სამინისტრის გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ ადგილობრივ სამედიცინო პერსონალს ხვდება, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი არსებულ კოვიდსიტუაციას ეცნობა.
გარდა ამისა, დღესვე, დაგეგმილია შეხვედრა წითელი ჯვრის მოხალისეებთან და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ამასთან, ამირან გამყრელიძე შეხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და რეგიონის გუბერნატორთან ერთად, შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან გამართავს საინფორმაციო შეხვედრას.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ