საზოგადოება
15.04.2021 11:41
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 030 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში ვირუსით ინფიცირების 1 030 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 292 244-ს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ბოლო 24 საათში ვირუსი 706-მა პირმა დაამარცხა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 279 389-მდე.

სამწუხაროდ, გარდაიცვალა 7 კოვიდპაციენტი, ბოლო მონაცემები, ვირუსს ჯამში 3 908 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 030 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 538 შემთხვევა, აჭარა - 103, იმერეთი - 73, ქვემო ქართლი - 63, შიდა ქართლი - 30, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 119, კახეთი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 25, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ცნობისთვის, 14 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.14 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.68%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.82 %.

კვირის ამბები