ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნის წაშლის, დამატების ან გამოცდის ენის შეცვლის ვადა დღეს, 15 აპრილს, 18:00 საათზე იწურება.
რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანას, ეს პროცესი გრძელდება და აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათზე შეწყდება. აბიტურიენტმა, ასევე, უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვერ აირჩევს პროგრამებს, თუ არ ექნება მითითებული რელევანტური საგნები. აქედან გამომდინარე, ვერ მიიღებს მონაწილეობას ჩარიცხვების კონკურსში.
შეგახსენებთ, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის პირველი, ძირითადი ეტაპი პირველ მარტს დაიწყო და 31 მარტის 18:00 საათზე დასრულდა. რეგისტრაცია 38 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მიმართავს, რომ ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში გამოიყენოს შენახვის ღილაკი და დაიმახსოვროს შესაბამისი ცვლილება.