კონფლიქტები
08.11.2019 15:59
საოკუპაციო ხაზთან დაკავებული მამაკაცი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს
სოფელ ქვეშის განაპირას, 6 ნოემბერს დაკავებული 28 წლის ზაქრო ბუთხუზი ცხინვალის მილიციის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. ორდღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ბუთხუზს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დასდეს ბრალი და ე.წ. ჯარიმის გადახდა დააკისრეს. 
ზაქრო ბუთხუზი ამჟამად შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში იმყოფება. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ზაქრო ბუთხუზი შინ დაბრუნდება.
კვირის ამბები