დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, ხვალ გორს ეწვევა და ადგილობრივ სამედიცინო პერსონალს შეხვდება. დაგეგმილია ამირან გამყრელიძის ვიზიტი გ.აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და სამედიცინო ცენტრ „გორმედში“, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი არსებულ კოვიდსიტუაციას გაეცნობა და უშუალოდ მედიცინის მუშაკებისგან მიიღებს ინფორმაციას. გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა წითელი ჯვრის მოხალისეებთან და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ამასთან, ამირან გამყრელიძე შეხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და რეგიონის გუბერნატორთან ერთად, შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან გამართავს საინფორმაციო შეხვედრას.
დღის მეორე ნახევარში კი, დაგეგმილია პრესკონფერენცია, სადაც გამყრელიძე ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს რეგიონში არსებულ კოვიდსიტუაციას გააცნობს და მათ შეკითხვებსაც უპასუხებს.