უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებულ ტრადიციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ, აღდგომის დღესასწაულის მომდევნო დღეს საფლავზე გავიდნენ, თუმცა, იქ ქეიფი საჭირო არ არის.
იმნაძის თქმით, ეს არც ეკლესიურად, არც ეპიდემიოლოგიურად და არც რაიმე სხვა თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის.
„საფლავზე ჩვეულებრივად გავიდეთ, როგორც წესი და რიგია, პატივი მივაგოთ ჩვენი მიცვალებულების ხსოვნას, მაგრამ საფლავზე ქეიფი საჭირო არ არის. ჯერჯერობით, არც ეკლესიურად, არც ეპიდემიოლოგიურად თუ სხვანაირი გაგებით, საფლავზე ქეიფის მოწყობა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, გარდა ამისა, დავიცვათ რეკომენდაციები გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ, ასევე, სხვის სიცოცხლეს“, - განაცხადა იმნაძემ.