საზოგადოება
14.04.2021 14:47
ამ ეტაპისთვის არავითარი დამატებითი შეზღუდვა არ განიხილება - ამირან გამყრელიძე

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ შეზღუდვების შესაძლო გამკაცრებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ ეტაპისთვის არავითარი დამატებითი შეზღუდვა არ განიხილება, და ზოგადად, მკაცრი შეზღუდვების შემოღება არავის სურს, ამიტომ აუცილებელია, რომ მოსახლეობამ დაიცვას ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები და აქტიურად ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში.

„არავის გვსურს, რომ მკაცრი შეზღუდვების წინაშე დავდგეთ, ამიტომ აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა. ყველა ვცდილობთ, რომ ქვეყანაში მძიმე „ლოკდაუნი“ აღარ იყოს. ეს ძალიან მძიმე იქნება საზოგადოებისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს ყველამ უნდა გავითავისოთ, ამიტომ, რეკომენდაციები უნდა დავიცვათ. როდესაც 4% იყო დადებითობის მაჩვენებელი და ეს ორი კვირა ნარჩუნდება, მაშინ გაქვს საშუალება იმისა, რომ შემდგომი ნაბიჯები გადადგა შემსუბუქებისკენ. ახლა, ორი კვირის მაჩენებელი გვაქვს 2,56 მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კვირის ამბები