საზოგადოება
14.04.2021 13:57
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნის წაშლის, დამატების და გამოცდის ენის შეცვლის ვადა ხვალ იწურება

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნის წაშლის, დამატების, გამოცდის ენის შეცვლის ვადა ხვალ იწურება. რეგისტრაციის მეორე ეტაპი 15 აპრილს 18:00 საათამდე გაგრძელდება. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანას, ეს პროცესი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათზე შეწყდება. აბიტურიენტმა, ასევე, უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვერ აირჩევს პროგრამებს, თუ არ ექნება მითითებული რელევანტური საგნები. აქედან გამომდინარე, ვერ მიიღებს მონაწილეობას ჩარიცხვების კონკურსში.
შეგახსენებთ, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის პირველი, ძირითადი ეტაპი პირველ მარტს დაიწყო და 31 მარტის 18:00 საათზე დასრულდა. რეგისტრაცია 38 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მიმართავს, რომ ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში გამოიყენოს შენახვის ღილაკი და დაიმახსოვროს შესაბამისი ცვლილება. 

 

კვირის ამბები