საზოგადოება
14.04.2021 12:10
საპარლამენტო უმრავლესობის 6 წევრი „ქართული ოცნებას“ ტოვებს, ერთ-ერთი გიორგი ხოჯევანიშვილია

„თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის, რომ ვართ გიორგი გახარიას გუნდი, გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გორიდსა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

განცხადების თანახმად, დეპუტატები - გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, შალვა კერესელიძე, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური და მიხეილ დაუშვილი მმართველ პარტიას ტოვებენ.

„თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის, რომ ვართ გიორგი გახარიას გუნდი, ვართ თანამოაზრეები და გვაერთიანებს ღირებულებები. გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე. ვტოვებთ „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტში საქმიანობას გავაგრძელებთ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები“, - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

კვირის ამბები