საზოგადოება
14.04.2021 10:59
კორონავირუსით ინფიცირების 1 085 ახალი შემთხვევიდან 31 შიდა ქართლში გამოვლინდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, გამოვლენილი1 085 ახალი  შემთხვევიდან 31 დაფიქსირდა შიდა ქართლში.

რაც შეეხება დედაქალაქსა და სხვა რეგიონებს, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში გამოვლენილია 664 შემთხვევა, აჭარა - 96, იმერეთი - 52, ქვემო ქართლი - 40, შიდა ქართლი - 31, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 120, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 432 პირი და გარდაცვალების 7  შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 3 901 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 604.

კვირის ამბები