საზოგადოება
14.04.2021 10:57
საქართველოში კორონავირუსის 1 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 432 პაციენტი

საქართველოში ბოლო 24 საათში ჩატარებული 35 863 კვლევის შედეგად, ვირუსით ინფიცირების 1 085 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 291 214-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 432 პირი და მთლიანობაში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 278 683-მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევაც დაფიქსირდა და საქართველოში კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 3 901-მდე გაიზარდა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1 085 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 664 შემთხვევა, აჭარა - 96, იმერეთი - 52, ქვემო ქართლი - 40, შიდა ქართლი - 31, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 120, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 604, საიდანაც მძიმე პაციენტია 426, მათ შორის 81 ადამიანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ინფიცირებულთაგან, სტაციონარულ მკურნალობას გადის 2 546 ადამიანი.

კვირის ამბები