საზოგადოება
13.04.2021 19:44
როგორი ამინდია მოსალოდნელი გორში უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში - გაეცანით დეტალურ ინფორმაციას

ხვალიდან, სამი დღის განმავლობაში, გორში უნალექო ამინდი და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.

ხვალ, 14 აპრილს, გორის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, ნახევრადღრუბლიანი უნალექო ამინდია ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა კი დღისით +14 გრადუსს მიაღწევს. დღეს, ღამის საათებში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი, დილის 10 საათიდან კი გამოიამინდებს.

მეტეოროლოგების ცნობით, დარია მოსალოდნელი 15-16 აპრილსაც, რაც შეეხება ტემპერატურას, ჰაერი 15-18 გრადუსამდე გათბება.

17 აპრილიდან 5 დღის განმავლობაში კი, გორის მუნიციპალიტეტში კვალვ არასტაბილური, ნახევრადღრუბლიანი ამინდი და პერიოდულად მცირე ნალექია მოსალოდნელი.

კვირის ამბები