საზოგადოება
13.04.2021 14:46
კორონავირუსის მუტაციის გამო, რეინფიცირების შემთხვევები იზრდება - ამირან გამყრელიძე

კორონავირუსის მუტაციის გამო, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში რეინფიცირების შემთხვევები იზრდება, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სსხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში წამყვანია ე.წ. ბრიტანული შტამი.

„სამწუხაროდ, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში რეინფიცირების მაჩვენებელი იზრდება.ინფექციას თუ გადავიტანდი და გარანტირებული ვიყავი, რომ მეორედ არ შემხვდებოდა, აღარ არის ასე. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ უკვე არის მუტაციები და ბევრი სხვადასხვა შტამი ცირკულირებს, რეინფიცირირების შემთხვევები თანდათან იზრდება, როგორც ყველგან, ისე საქართველოში. ჩვენთანაც და ევროპაშიც წამყვანია ე.წ. ბრიტანული შტამი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კვირის ამბები