საზოგადოება
13.04.2021 14:33
მოცემულ მომენტში დამატებით შეზღუდვებზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა გამორიცხული არაფერია - გიორგი ღიბრაძე 

მოცემულ მომენტში დამატებით შეზღუდვებზე საუბარი და განხილვა არ ყოფილა, თუმცა გამორიცხული არაფერია, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ღიბრაძის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდების დაწესება ამ ეტაპზე არ განუხილავთ, თუმცა, კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით დამატებითი რეგულაცები ამოქმედდეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ღიბრაძემ განაცხადა, რომ გამორიცხული არაფერია.

„შეზღუდვებთან მიმართებით ყოვედღიურად მიმდინარეობს მსჯელობა. ეს არის დაფუძნებული ანალიზზე და არსებულ ეპიდვითარებაზე. აღნიშნულ მომენტში დამატებით შეზღუდვებზე საუბარი და განხილვა არ ყოფილა, თუმცა გამორიცხული არაფერია. ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მოხდეს ზომების როგორც გამკაცრება, ისე შემსუბუქება“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

კვირის ამბები