საზოგადოება
13.04.2021 12:23
ინფიცირების 80 ახალი შემთხვევა გვაქვს რეგიონში, კიდევ უფრო გამკაცრდა კონტროლი არსებული რეგულაციების დაცვაზე - მამუკა საღარეიშვილი

ბოლო 24 საათში, საქართველოში გამოვლენილი ვისრუსით ინფიცირების 1 374 ახალი  შემთხვევიდან, 80 ფაქტი დაფიქსირდა შიდა ქართლში. მხარის გუბერნატორის, მამუკა საღარეიშვილის განცხადებით, რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში კიდევ უფრო გამკაცრდა კონტროლი ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების  დაცვაზე.

,,რეგიონში მიმდინარე ინტენსიური ტესტირების საფუძველზე, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 80 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, რაც ნამდვილად საყურადღებოა. შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში კიდევ უფრო გამკაცრდა კონტროლი არსებული რეგულაციების და პროტოკოლის დაცვაზე. რაც შეეხება კასპის მუნიციპალიტეტში მოქმედ პოლიციის სამ საგუშაგოს, ჯერჯერობით აგრძელებს ფუნქციონირებას და ეპიდემიოლოგებისა და საკოორდინაციო საბჭოს შესაბამისი რეკომენდაციების საფუძველზე მოხდება შემდგომი გადაწყვეტილებების მიღება", - განაცხადა მამუკა საღარეიშვილმა.  

კვირის ამბები