საზოგადოება
12.04.2021 14:56
შეგვიძლია, რეალურად ვთქვათ, რომ ვირუსის გავრცელების მესამე ტალღა საქართველოშიც დაიწყო - ამირან გამყრელიძე

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეპიდსიტუაცია მსოფლიოში, ევროპაში, ჩვენთან თანდათან რთულდება. მოგეხსენებათ, ბევრ ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღა დაწყებულია. რეალურად, საქართველოში არსებული მონაცემებით, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ კორონავირუსის მესამე ტალღა ჩვენთანაც  დაიწყო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კვირის ამბები