ბერშუეთის საჯარო სკოლაში დაწყებითების ერთი კლასი გადავიდა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განაცხადა.
,,კვლავ ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება პედაგოგების გეგმიური ტესტირება. ვირუსული ინფექციის დაფიქსირების გამო, ამ ეტაპზე, ბერშუეთის საჯარო სკოლაში ერთი კლასი გადავიდა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე, ეს გახლავთ დაწყებითი კლასი, სხვა მხრივ, ვითარება სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. ყველა საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია სადეზინფექციო ხსნარებით და შესაბამისი ინვენტარით, მიმდინარეობს არსებული პროტოკოლის და რეკომენდაციების დაცვა", - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ