საზოგადოება
12.04.2021 14:24
კორონავირუსული ინფექციის გამოვლენის გამო ნიქოზის საბავშვო ბაღი ორი კვირით იხურება

კორონავირუსული ინფექციის გამოვლენის გამო, ნიქოზის საბავშვო ბაღი ორი კვირით იხურება, - აღნიშნული ინფორმაცია GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა დაუდასტურა.

კოვზიაშვილის ინფორმაციით, კოვიდ-19 საბავშვო ბაღის აღსაზრდელს დაუდგინდა.

„კორონავირუსის დადასტურების გამო ნიქოზის საბავშო ბაღი ორი კვირით იხურება და როგორც თანამშრომლები, ასევე, აღსაზრდელები, თვითიზოლაციაში გადადიან. კოვიდ-19 დღეს დაუდასტურდა სააღმზრდელო დაწესებულების ერთ-ერთ აღსაზრდელს. ჩემი ინფორმაციით, ბავშვი ხუთშაბათს შეუძლოდ იყო და აღმზრდელმა მშობელს შეატყობინა. დღეს გაიტესტა ჩვენი აღსაზრდელი და დაუდგინდა კოვიდ-19.

რაც შეეხება სხვა საბაშვო ბაღებს, მინდა გითხრათ, რომ გრძელდება ჩვენი თანამშრომლების გეგმიური ტესტირება და ამ დროისთვის, ინფექცია არავის უფიქსირდება“, - განაცხადა ლია კოვზიაშვილმა.

კვირის ამბები