საზოგადოება
12.04.2021 12:01
გორის მუნიციპალიტეტში, ახალდაბა-ნიქოზის მიმართულებით, ვიზიტორებისთვის ახალი მიმართულება ამოქმედდება

მართალია, პანდემიამ არაერთი პროცესის შეფერხება გამოიწვია როგორც მსოფლიოში, ისევე საქართველოში და ბუნებრივია, ჩვენს რეგიონშიც, თუმცა, თავისთავად, ეს შეზღუდვები მუდმივი არ არის და ამიტომ მიმდინარეობს მუშაობა შემდგომი განვითარებისა და ახალი გეგმების რეალიზებისთვის, - ამის შესახებ შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ნუგზარ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი სიახლეებია ტურიზმის განვითარების მიმართულებით. რამდენიმე ახალი მუზეუმის ამოქმედების და დღემდე არსებული მუზეუმების განახლების პარალელურად, ტურისტული მარშრუტების მიმართულებით მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა, საპარკინგე სივრცეები, იხსნება ტურიზმის საინფორმაციო ახალი ცენტრები, პარალელურად, მუშაობა მიმდინარეობს ახალი მიმართულებების განვითარებაზე.

,,ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ გორის მუნიციპალიტეტში ამოქმედდება ახლი მიმართულება, ეს გახლავთ ახალდაბა-ნიქოზის მიმართულება, რომელიც უნიკალურია და მოიცავს: ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს, მოგეხსენაბათ, შინდისში დაგეგმილია შინდისის გმირების მუზეუმის გახსნა, ასევე, მზადდება შინდისის ციხის რეაბილიტაციის პროექტი, სულ მალე ამოქმედდება რამდენიმე მარანი, ნიქოზში გვაქვს როგორც საეპისკოპოსო სასახლე, ასევე ორი უნიკალური ტაძარი მე-7 და მე-5 საუკუნეებით დათარიღებული, აქვეა უნიკალური სამრეკლო", - აღნიშნა GMnews-თან შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ.

კვირის ამბები