საზოგადოება
12.04.2021 11:54
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 31 პირს სავარძელ-ეტლი გადაეცა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 31 პირს სავარძელ-ეტლი გადასცა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ბენეფიციართა შორის ბავშვები, ამპუტანტები და  ეტლით მოსარგებლე სხვა პირები იყვნენ. დამხმარე მოწყობილობის შერჩევისას მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული მათი ინდივიდუალური საჭიროებები.
ეტლების გადაცემის ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში მამუკა საღარეიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და  ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ ხელმძღვანელი მაია კვეზერელი-კოპაძე, რეგიონული წარმომადგენელთან - თამარ მელიქიასთან ერთად ესწრებოდა.

ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერია ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ 2012 წლიდან თანამშრომლობს. ამ ხნის მანძილზე ორგანიზაციის დახმარებით 200 000 ლარის ღირებულების სავარძელ-ეტლები მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 400-მდე შშმ პირს გადაეცა.

 

 

კვირის ამბები