საზოგადოება
08.11.2019 15:06
ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზის რეაბილიტაცია იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, გორის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზის 10 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა პრეტენდენტებს 25 ნოემბერს ეწურებათ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების პერიოდი 12 თვეს გასტანს და აღნიშნული სოფლების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება. შესაბამისად, გზის ზემოხსენებულ მონაკვეთზე გადაადგილებისას, მოქალაქეებს ამორტიზებული გზის გამო დისკომფორტი აღარ შეექმნებათ.

გზის აღნიშნული მონაკვეთის პროექტირება-მშენებლობა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, პარალელურ რეჟიმში განხორციელდება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 7 728 552.96 ლარია.

კვირის ამბები