შიდა ქართლი ტურისტული სეზონისთვის ემზადება. მხარის გუბერნატორის მოადგილის, ნუგზარ სამხარაძის ინფორმაციით, რეგიონში უამრავი სიახლეა და შიდა ტურიზმის მიმართულებით წელს მეტ აქტივობასაც ელიან.
,,გორში ხაშურსა და ქარელში რეგიონში ვხსნით სამ ახალ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს - ერთი გახლავთ ხაშურის შესასვლელში, მეორე ქარელის ცენტრში, რომელიც ძამას ხეობის მიმართულებას სრულად მოიცავს და მესამე ცენტრი კი, ევროკავშირის გრანტის დახმარებით აშენდა და კეთილმოეწყო გორში, გორის ციხის სიახლოვეს - ლომჭაბუკის მონუმენტის სკვერში. აღნიშნული სივრცე უკვე დასრულებულია, კეთილმოწყობილია ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, დასრულდა აღჭურვაც და სულ მალე დაიწყებს ფუნქციონირებას.
ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორი შეძლებს, მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნული მიმართულების ღირშესანიშნაობების, განთავსების, კვების ობიექტების და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. თითოეულ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს ტურისტული გზამკვლევებს, ტურისტული მარშრუტების რუკას ყველა სხვა საინტერესო ინფორმაციას", - განაცხადა ნუგზარ სამხარაძემ.