საზოგადოება
11.04.2021 12:07
ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, ვირუსით ინფიცირების 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 707 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 288 396-ს.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 592 პირი. მთლიანობაში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 277 303-მდე გაიზარდა.

კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო დღე-|ღამის განმავლობაში და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 877-მდე გაიზარდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 707 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 408 შემთხვევა, აჭარა - 61, იმერეთი - 47, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 22, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 71, კახეთი - 26, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 190, საიდანაც მძიმე პაციენტია 380 პირი, მათ შორის, მართვით სუნთქვაზეიმყოფება 72 პაციენტი.

კვირის ამბები