საზოგადოება
09.04.2021 20:29
4-11 მაისი საქართველოში უქმე დღეებად გამოცხადდა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 4-11 მაისი საქართველოში უქმე დღეებად ცხადდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღო. სხდომა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა და მას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკოორდინაციო დღევანდელ სხდომაზე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იმსჯელეს, რომელიც მთელს მსოფლიოსთან ერთად, საქართველოშიც უარესდება.

კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დადგენილი რეგულაციების დაცვის აუცილებლობას.
კვირის ამბები