საზოგადოება
09.04.2021 13:32
მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების წინაშე, მათ მოგვცეს ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო - მამუკა საღარეიშვილი

9 აპრილის მემორიალთან შიდა ქართლის გუბერნიის, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, გორისა და ატენის ეპარქიის და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

,,დღევანდელი თარიღი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ტრაგიკული თარიღია, მაგრამ ამავდროულად, არის თავისუფლების, დამოუკიდებლობის, გაუტეხელობის დღე-სიმბოლო და მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების წინაშე, მათ მოგვცეს ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო და მადლობა მათ თავისუფლებისთვის", - განაცხადა 9 აპრილის მემორიალთან შიდა ქართლის გუბერნატორმა მამუკა საღარეიშვილმა.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე კი გაურკვეველი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
სისხლიანი ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს, იმჟამინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

კვირის ამბები