ტურიზმი
08.11.2019 12:22
„საქართველო ევროპაში ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება გახდება’’- ინგლისელი ბლოგერები საქართველოს შესახებ
საქართველო ლონდონის ტურისტულ გამოფენაზე, პირველ ადგილზე დასახელდა იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც 2020 წელს აუცილებლად უნდა ეწვიო.

ევროპის საუკეთესო ახალ ტურისტულ მიმართულებად საქართველო პოპულარულმა ტურისტულმა ვებ-გვერდმა ,,თრეველ ლემინგმა" დაასახელა.

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობაზე ქვეყანა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წარადგინა.

„საქართველო მსოფლიოს იდუმალი სამოგზაურო მარგალიტია, ქვეყანა გაგაოცებთ უდიდესი მრავალფეროვნებით. საქართველოს შეუძლია ძალიან ბევრი რამ შემოგთავაზოთ. მოდური დედაქალაქი, ულამაზესი მთების პეიზაჟები, ნამდვილად უგემრიელესი კერძები და ღვინო. ვფიქრობ საქართველო უახლოეს წლებში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება გახდება“ - წერს ცნობილი ბლოგერი ქეით მაკკალი.

საქართველოსთან ერთად სიაში შვედეთი, ესტონეთი, შვეიცარია, დომინიკის რესპუბლიკა, მექსიკა და სხვა ქვეყნები მოხვდნენ.
კვირის ამბები