საზოგადოება
08.04.2021 12:42
განსაკუთრებულ რისკებს ქმნის ახალი შტამები და მათი სწრაფი გავრცელების უნარი - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

კიდევ მეტი ყურადღებაა საჭირო იმ წესების დაცვისთვის, რაც უკვე დაწესებულია, რათა არ მოგვიხდეს კიდევ მეტად გამკაცრება და ისევ არ დავბრუნდეთ შეზღუდვების რეჟიმზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში განსაკუთრებულ რისკებს კორონავირუსის ახალი შტამები და მათი სწრაფი გავრცელების უნარი ქმნის.

„მობილობის გაზრდის და შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე ეს რამდენადმე მოსალოდნელიც იყო, თუმცა, განსაკუთრებულ რისკებს ქმნის ახალი შტამები და მათი სწრაფი გავრცელების უნარი. კიდევ მეტი ყურადღებაა საჭირო იმ წესების დაცვისთვის, რაც უკვე დაწესებულია, რათა არ მოგვიხდეს კიდევ მეტად გამკაცრება და ისევ არ დავბრუნდეთ შეზღუდვების რეჟიზე, რაც იყო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რთული გადასატანი როგორც სოციალური, ასევე ბიზნეს აქტივობებისთვის", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კვირის ამბები