გორთან ახლოს, სოფელ ხიდისთავის შესასვლელში, გამორჩეული დიზაინის მქონე რესტორანი - "კერია" ამოქმედდა. შენობის ინფრასტრუქტურის და მრავარფეროვანი კერძების გარდა, ყურადღებას იქცევს კვების ახალი ობიექტის კეთილმოწყობილი ეზოც.
,,კერია" გორის მუნიციპალიტეტში არსებული მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებების - უფლისციხისა და ატენის ხეობის გზაგასაყარზე მდებარეობს, შესაბამისად, მის მფლობელებს გათვლა როგორც ადგილობრივ მომხმარებელზე, ასევე ტურისტებზეც აქვთ.
პანდემიის პირობებში, მაშინ, როდესაც სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები შემოსავლების უკიდურესად შემცირებაზე საუბრობენ, ,,კერიას" მეპატრონემ 2019 წამოწყებული გეგმა ბოლომდე მაინც მიიყვანა.
,,მიწის ნაკვეთი, სადაც ახლა ჩვენი რესტორანია განთავსებული, 2019 წლის სექტემბერში შევიძინეთ და სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მასზე კვების ობიექტის განთავსება. ვფიქრობდით, რომ თუნდაც ახლომდებარე ტურისტულ ობიექტებზე მოსული ვიზიტორების სიმრავლიდან გამომდინარე, საქმიანობას წარმატებით გავართმევდით თავს, ასევე, დავასაქმებდით ადგილობრივ მოსახლეობას და გავაუმჯობესებდით სოფლის იერსახეს. მოხდა ისე, რომ მშენებლობის პროცესი მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის დაწყებას დაემთხვა, თუმცა, გადავწყვიტეთ, დაწყებული საქმე ბოლომდე მიგვეყვანა. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვით, ფუნქციონირება დავიწყეთ", - აცხადებს ,,კერიას" მფლობელი გიორგი ოქუაშვილი.
რესტორანი მომხმარებელს როგორც საფირმო და ტრადიციულ, ასევე ევროპული სამზარეულოს გამორჩეულ კერძებს სთავაზობს. რაც შეეხება ფასებს, ,,კერიაში" ამბობენ, რომ ფასები სხვადასხვა სოციალური ფენისთვის ხელმისაწვდომია. კვების ობიექტზე ოცამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა. რესტორნისთვის საჭირო პროდუქტების შესაძენად კი ,,კერია" რეგიონში არსებულ საწარმოებთან თანამშრომლობასაც გეგმავს.
ტემპერატურის მატებასთან ერთად, ,,კერია" სტუმრებს ღია სივრცეში - ვერანდაზეც უმასპინძლებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 598 22 53 66
( R )