იძულებით გადაადგილებულ პირებს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ხელსაწყოებსა და ტექნიკას გადასცემს, - აღნიშნულ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროგრამის ბენეფიციარებმა 2 000 ლარის ღირებულების სახელობო იარაღები, რაც საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავადვე შეარჩიეს.
„ამ დროისთვის, საგრანტო პროგრამაში მონაწილეობისთვის დევნილებსა და ეკომიგრანტებს პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარმოედგინათ. უნდა აღინიშნოს, რომ იძულებით გადაადგილებულმა პირებმა 2000 ლარის ღირებულების სახელობო იარაღები, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავად შეარჩიეს. ამ ეტაპზე, კომისიამ, წინასწარ დადგენილ კრიტერიუმების შესაბამისად, უკვე 51 გამარჯვებული გამოავლინა“, - აცხადებენ სააგენტოში.