საზოგადოება
07.04.2021 11:49
7 აპრილი ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა

„ავაშენოთ უფრო სამართლიანი და უფრო ჯანმრთელი მსოფლიო“ -ამ დევიზით აღნიშნავს წელს მსოფლიო ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს.

ყოველი წლის 7 აპრილს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ირჩევს პრიორიტეტულ თემას  და ცდილობს, ერთი კონკრეტული დაავადების შესახებ მსოფლიოს საზოგადოების ცნობიერება აამაღლოს და ჯანდაცვის პრობლემებს საერთაშორისო ყურადღება მიაპყროს.

წელს, 2021 წლის 7 აპრილს, ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე იმართება დევიზით: „ავაშენოთ უფრო სამართლიანი და უფრო ჯანმრთელი მსოფლიო“.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 73 წლის წინ - 1948 წლის 7 აპრილს დაარსდა. ეს დღე ჯანმრთელობის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული.

კვირის ამბები